მოკლედ, ჩემთვის ახალი და უჩვეულო ტექნიკის გაცნობასთან ერთად საინტერესო შეხედულება გამიჩნდა ზოგადად სწავლისა და ცოდნის შესახებ: სწავლა სხვა არაფერია თუ არა ერთიდაიგივეს ინტენსიური და რეგულარული გამეორება, ხოლო ცოდნა - ამ გამეორებების შედეგი. გავიხსენოთ "გამეორება ცოდნის დედაა" და დავუკვირდეთ, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ 'გამეორება' არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ცოდნაზე და, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანიც - გამეორებაა 'დედა', ცოდნა კი 'შვილი' გამოდის. :-)
ნუ გაგიკვირდებათ, რომ თითქოს პირველად აიღეთ ინსტრუმენტი ხელში, გაიკეთეთ ცერი თითის პიკი და ყოველდღიურად შეასრულეთ გამები და სავარჯიშოები მხოლოდ ცერით. არ დაგავიწყდეთ, რომ ზუსტად გამეორებაა ცოდნის დედა და არა პირიქით. მეორე იქნება ის, რაც ალბათ უფრო პირველი უნდა ყოფილიყო - რით უნდა დავიწყოთ?! |
აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარის უპირველესი აქსესუარი არის, ალბათ, ცერი თითის პიკი (Thumbpick). პლექტრუმის (მედიატორი) ეს ნაირსახეობა არის ძირითადი აქსესუარი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი ფინგერსტაილ-გიტარისტი. ცერის პიკი გაძლევთ სისწრაფეს, მკაფიო და სუფთა ბგერას, ტექნიკურ თავისუფლებას და ხელის გულის უფრო ეფექტური გამოყენების საშუალებას, როდესაც ხელის გული ხურავს დაბალ (ბას) სიმებს და ცერი კი ასრულებს ბას-პარტიას, ეს გაძლევთ დაახლოებით კონტრაბასის ჟღერადობას და საკმაოდ ხშირად გამოიყენება ფინგერსტაილ-გიტარისტების მიერ.
|