- ფოლადისსიმიანი აკუსტიკური გიტარის ჟღერადობა და მუსიკალური და ტექნიკური შესაძლებლობები უნიკალურია, შეუძლებელია ის რომელიმე სხვა ინსტრუმენტში შეგეშალოს და, მითუემეტეს, რომელიმე ინსტრუმენტმა შეძლოს მისი იმიტაცია;
- თანამედროვე აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარა ისტორიული სიახლეა და ამიტომ, როგორც ყოველივე ნოვატორული, განსაკუთრებული ინტერესის გამომწვევი მუსიკის მოყვარულებში;
- ფოლადისსიმიანი აკუსტიკური გიტარის ხმის იმიტაცია შეუძლებელია, თუმცა თავად აკუსტიკური გიტარის შესაძლებლობები, ამ მხრივ, თითქმის ამოუწურავია, განსაკუთრებით პერკუსიული;
- და ბოლოს, აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარა ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ერთადერთ ინსტრუმენტზე შესრულდეს მთელი ბენდის სხვადასხვა ინსტრუმენტთა პარტიები ერთდროულად და, ამავე დროს, სიამოვნება მიიღო აბსოლუტურად ორიგინალური და სრულფასოვანი მუსიკალური ჟღერადობისაგან.
ვებ-გვერდის მისიაა აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარის მუსიკის შესახებ მრავალმხრივი სრულფასოვანი ქართულენოვანი რესურსის შექმნა. ქართულენოვანი ინტერნეტი არც ისე მდიდარია ინფორმაციით ფინგერსტაილ სამყაროს შესახებ და, იმედია, აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარის რესურსი თავის წვლილს შეიტანს ფინგერსტაილ მუსიკის პოპულარიზაციაში და, საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხზე. გვჯერა, რომ მათთვის, ვინც ამ გვერდის საშუალებით პირველად გაიცნობს აკუსტიკურ ფინგერსტაილ გიტარას, ეს იქნება სასიამოვნო აღმოჩენა და ყველასათვის ერთად კი, არამარტო ფოლადისსიმიანი სოლო აკუსტიკური გიტარის, არამედ მთლიანად თანამედროვე აკუსტიკური ჟღერადობისა და გახმოვანების შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო. მსოფლიო აკუსტიკური სამყაროს ინტენსიური გამოკვლევის შედეგად აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარის ვებ-რესურსი არ შეიცავს არათუ ზედმეტ, არამედ საშუალო მნიშვნელობის მქონე არც ერთ ბმულსა თუ რევიუს. თითოეული აბზაცი, კონკრეტული სპეციფიკაცია და/ან ბმული ინფორმაციის სახით გაწვდით ცოდნას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში.
მთლიანად აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარის ვებ-გვერდი მრავალმხრივ სასარგებლო მონაცემს შეიცავს; წარმოგიდგენთ ინფორმაციას სიახლეებისა და მიმდინარე საინტერესო მოვლენების შესახებ. აქ თქვენთვის ხელმისაწვდომია ფინგერსტაილის ისტორია, ადრეული შემსრულებლები, მუსიკალური მიმართულებები და მრავალი სხვა. არტისტების გვერდი წარმოგიდგენთ დიდებულ ძველ და საუკეთესო თანამედროვე მუსიკოსებს; თქვენ შეგიძლიათ უფრო ახლოს გაიცნოთ თითოეული შემსრულებელი; ფინგერსტაილ TV გთავაზობთ საუკეთესო ვიდეო-ჩანაწერების მცირე ნაკრებს.
აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარის რესურსი გთავაზობთ და გირჩევთ ონლაინ მუსიკალური მაღაზიების (აშშ, გერმანია) სერვისით სარგებლობას; აქვეა წარმოდგენილი მსოფლიო საუკეთესო მანუფაქტურები; რესურსი შეიცავს ინფორმაციას გამოცემების შესახებ და, ასევე, რამდენიმე საინტერესო ლინკს, სადაც აღმოაჩენთ პასუხს თქვენთვის საინტერესო ყველა შესაძლო კითხვაზე დაკავშირებულს გიტარასთან და მუსიკასთან და არა მხოლოდ.
ნაკლებად, ან სრულიად არ არსებობს ფინგერსტაილისათვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიისა და განსაზღვრებების სათანადო ზუსტი და მოკლე ქართული შესატყვისობები. გამომდინარე აქედან, ძირითადი ტერმინები და სახელწოდებები განიხილება როგორც საერთაშორისო და ამიტომ არ არის წარმოდეგენილი გავრცობილი ქართული თარგამანის სახით, თუმცა დასაწყისში მოცემულია მათი შინაარსი დამატებითი სინონიმებისა და განმარტებების სახით, ხოლო შემდგომ გთავაზობთ ტერმინების მოკლე და პირდაპირი გამოყენების ვერსიას, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეს ტერმინოლოგია ერთიანია.