მიმდინარე სიახლეებისათვის იხილე აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარის გვერდი F a c e b o o k-ზე
|
NAMM Russia
მუსიკალურ მანუფაქტურათა ეროვნული ასოციაცია (NAMM) და მესე ფრანკფურტი - მუსიკალური მესის (Musikmesse), მუსიკა ჩინეთი (Music China), პროლაით+საუნდ (Prolight+Sound) და პროლაით+საუნდ შანხაის (Prolight+Sound Shanghai) ორგანიზატორი ერთობლივად ჩაატარებენ ორ ახალ სავაჭრო შოუს რუსეთში. ორივე ორგანიზატორი მუშაობს ახალი ბაზრების ზრდისა და რეგიონში პროფესიონალური განვითარებისა და მუსიკალური განათლების სტიმულირებისათვის. ორივე ახალი შოუ, ნამმ მუზიკმეს რუსეთი (NAMM Musikmesse Russia) და პროლაით+საუნდ ნამმ რუსეთი (Prolight+Sound NAMM Russia) შედგება მოსკოვის ექსპოცენტრში 2012 წლის 16-19 მაისს. ნამმ მიუზიკმესა რუსეთი ფოკუსირებული იქნება ინსტრუმენტების სექტორზე, ხოლო პროლაით+საუნდ ნამმ რუსეთი იმავე დროს წარმოადგენს პრო-აუდიო, განათებისა და ივენთ ტექნოლოგიებს. |