ტომი ემანუელი
"გამარჯობა! ჩემი სახელია ტომი ემანუელი და, მე მსურს, აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარის ქართული ვებ-გვერდის საშუალებით მადლობა გითხრათ თქვენი დაინტერესებისთვის და მოგილოცოთ ეს ახალი და მშვენიერი გვერდი. დიდი მადლობა ბმულების საშუალებით ჩემთან კავშირისთვის და ჩემი წარმოდგენისთვის მრავალ საინტერესო ბმულსა და ვიდეოში, ნამდვილად მადლობელი ვარ ამისათვის... იმედი მაქვს, მომეცემა საშუალება ჩამოვიდე და დავუკრა საქართველოში და, რომ ფინგერსტაილ გიტარა უფრო განვითარდება და დაიხვეწება თქვენთან; თანამონაწილეობისა და დახმარებისათვის კი გიხდით მადლობას. მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ თქვენ და თქვენს საიტს." - ტომი ემანუელი (2 სექტემბერი, 2011) |
ლორენს ჟუბერი
”დიდი მადლობა ფინგერსტაილ გიტარისტებს საქართველოში სოლო აკუსტიკური გიტარის ჟანრის დაფასებისა და მხარდაჭერისათვის. იმედი მაქვს, მექნება შესაძლებლობა კონცერტით გამოვიდე თქვენს ქვეყანაში. საუკეთესო სურვილებით!” - ლორენს ჟუბერი |
ტომი ემანუელი
Little by Little ინტერვიუ ტომი ემანუელთან გიტარ ინთერნეშნლ - რიკ ლენდერსი 2011, 4 მარტი (Guitar International) |
ავსტრალიელმა გიტარისტმა, ტომი ემანუელმა, აკუსტიკური გიტარის ერთერთი საუკეთესო შესრულება შემატა მსოფლიოს პლანეტის დასამშვენებლად. იგი ინტენსიური საკონცერტო ტურების მქონე მუსიკოსია, რომელიც ბრწყინავს სცენაზე საკუთარი უნარით ალერსით, მოფერებით და დროდადრო კი სლეპით შეასრულოს აკუსტიკური არანჟირებები თავის ”გალახულ” ”მეიტონი”-ს (Maton) გიტარებზე. ტომი ემანუელი ატყვევებს აუდიტორიებს თავისი იუმორით, მსოფლიო კლასის შესრულებითა და პერკუსიული ილეთების მრავალფეროვნებით ექვს სიმზე.
სტუდიაში დაბრუნებული ტომი ემანუელი ალბომს ალბომზე უშვებს. მისი ბოლო ალბომი Little By Little არის ორმაგი გამოცემა, რომელიც მუსიკის მოყვარულებს სთავაზობს პოპ-მუსიკის, ბალადებისა და სხვა თრეკების მიქსს, გიტარის ინსტრუმენტულ ნამუშევრებს მსუბუქი ”აფეთქებებით”. 10 წლის ასაკში ტომი ემანუელს უკვე მოვლილი აქვს მშობლიური ავსტრალია გასტროლებით. ამის შემდეგ, ის უსმენს გიტარისტს ნეშვილიდან, ჩეტ ატკინსს, და ასე ნახულობს ტომი საკუთარ მოწოდებას ცხოვრებაში. ტომი ემანუელის სოლო ალბომები და DVD გამოცემები განსაკუთრებულია და ერთგვარად ჯადოსნურიც. მას გამოშვებული აქვს სამი ცოცხალი საკონცერტო DVD, სამი სასწავლო DVD და წელიწადში 300 დღე მოგზაურობს გასტროლებით დაუღლელად. - - - სრული ინტერვიუ - - - |
მქონდა ბედნიერება მრავალჯერ მენახა ტომი ემანუელი ჩეტ ატკინსისადმი მიძღვნილ საღამოებზე ნეშვილში. ყოველთვის, როდესაც მას ვხედავ, გაოცებისაგან ვაქნევ თავს. ტომი ემანუელი, უდაოდ ერთერთი ყველაზე ნიჭიერი შემსრულებელი დღეს, გაცილებით უფრო მეტია: ის შეუდარებელი არტისტია, რომელსაც უყვარს ის, რასაც აკეთებს. ტომი, მისი ყოველი სცენაზე გამოსვლისას მუსიკისა და პერფორმანსის დიდ სიყვარულს გვიჩვენებს. დაბადებული ავსტრალიაში და მცხოვრები ამჟამად ნეშვილში (აშშ), ტომი ემანუელი წელიწადში 300 დღე საკონცერტო ტურებით მოგზაურობს. მას მუსიკის არაერთ ლეგენდასთან ერთად ჰქონდა გამოსვლები, მათ შორისაა ჩეტ ატკინსი, ერიკ კლეპტონი, ჰენკ მარვინი, ჯო უოლში, სტივი ვანდერი, ნოკი ედვარდსი, ლეს პოლი, ასევე, ლექსინგტონის (კენტუკი) ფილარმონიული ორკესტრი, დორტმუნდის სიმფონიური ორკესტრი, დასავლეთ ავსტრალიის სიმფონიური ორკესტრი და სხვა.
გასულ ზაფხულს მე მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა მასთან ნეშვილში, სადაც იგი უძღვებოდა ჩეტ ატკინსის მადლიერების საზოგადოების (CAAS - Chet Atkins Appreciation Society) საღამოს. - - - სრული ინტერვიუ - - - |