დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აკუსტიკური ინსტრუმენტების პიკაპების და/ან პიკაპების სისტემების უმეტესობა თბილისში ხელმიუწვდომელია. ერთადერთი და საუკეთესო საშუალება შეიძინო შენთვის სასურველი ინსტრუმენტი, მოწყობილობა თუ აქსესუარი არის გქონდეს შესაძლებლობა თავად დაუკრა და მოუსმინო ყველა არსებულს, გაეცნო მახასიათებლებსა და რევიუებს, უშუალოდ შეადარო ყველა და ასე შეარჩიო შენთვის სასურველი.
დაგ იანგი, გიტარისტი-შემსრულებელი და მუსიკალური მიმომხილველი, გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას გაეცნოთ დღეისათვის არსებული აკუსტიკური პიკაპების თითქმის ყველა სისტემასა და მოდელს მათი ტესტური ჩანაწერების ნიმუშების საშუალებით. მის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია კომპანიების ფიშმან (Fishman), ელ.ერ. ბაგს (L.R. Baggs), შერტლერ (Schertler), სანრაიზი (Sunrise), ბი-ბენდ (B-Band), ჰაილანდერ (Highlander), დინ მარკლი (Dean Markley), მინიფლექს (Miniflex), სეიმურ დუნკან (Seymour Duncan), შატტენ (Schatten) და სხვათა პიკაპების სისტემებისა და მოდელების ჩანაწერები. თქვენ ირჩევთ თქვენთვის საინტერესო პიკაპის ან პიკაპის სისტემის ტიპს - ჯორაკისქვეშა ტრანსდუსერი (გარდამქმნელი, UST), დეკის ტრანსდუსერი (SBT), მაგნიტური (Magnetic), მიკროფონი (Mic), ორმაგი (Dual). შემდეგ ირჩევთ მწარმოებელ კომპანიას და, ბოლოს, კონკრეტულ მოდელს და უსმენთ ორიგინალ ჩანაწერს; ტესტების პარალელურად, შედარებისათვის, მოცემულია სტუდიური ჩანაწერებიც; შეგიძლიათ მოუსმინოთ თუ როგორ ჟღერს კონკრეტული პიკაპი კონკრეტულ ინსტრუმენტზე და, იმავდროულად, შეადაროთ ის მოცემული ინსტრუმენტის სტუდიურ ჟღერადობას. მიჰყევით ფოტოსურათის ლინკს დაგ იანგის ვებ-გვერდზე. |