|
ინსტრუმენტის რეგულირება
ყოველი გიტარა და, რა თქმა, ახლად შეძენილი, საჭიროებს გამართვას (რეგულირებას). ეს აუცილებელი და გარდაუვალი პირველადი პროცედურაა, რომლის გარეშე შეიძლება უბრალოდ ვერც კი დავუკრათ ინსტრუმენტზე. გიტარის რეგულირების მიზანია ’დავიმორჩილოთ’ ინსტრუმენტი, ფიზიკურად შევძლოთ ნორმალური დაკვრა და, შესაბამისად, მივაღწიოთ სრულფასოვან ჟღერადობას. გიტარის გამართვა გულისხმობს სიმების სიმაღლის რეგულირებას ფინგერბორდის (ფრეტბორდის) მიმართ, რაც მიიღწევა გრიფის ანკერის, ჯორაკისა და ნატის კომპლექსური სისწორით. გვერდზე ’რეკომენდაციები’ შეგიძლიათ იხილოთ ზოგადი მიმოხილვა გიტარის რეგულირებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. |