აკუსტიკური გიტარის საუნდბორდის (SBT) პიკაპი K&K Sound პიკაპების სისტემა
ჯორაკის ქვედა პიკაპის სისტემებით მრავალ უკმაყოფილოთა შორის ერთერთმა, B-Band პიეზო ფირის პიკაპი ჩავანაცვლე K&K Sound სისტემის პიეზო ელემენტებით. მოულოდნელად შეუდარებელი, ფენომენალური შედეგი!
მოკლე დახასიათება: 1. პიკაპისაგან ჯორაკის გათავისუფლებით ერთიორად გაიზარდა ინსტრუმენტის ხმა და სუსტეინი, ბგერა გახდა უფრო გამოკვეთილი, მკაფიო და დახვეწილი; 2. საგრძნობლად შემცირდა გარეშე არასასიამოვნო, ზედმეტი და ჭუჭყიანი ბგერები, სიმების ჟღერადობაში როგორც იქნა გამოიკვეთა გიტარის ნამდვილი ტონი, გამოჩნდა ფოლადის ხმა, რომელიც საერთოდ არ ჰქონდა ჯორაკის პიკაპს. 3. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ახალი სისტემა ჟღერს თითქმის როგორც მიკროფონი, გაჩნდა ობერტონები ... 4. უცნაურია, მაგრამ ინსტრუმენტის B-Band შიდა პრეამპი ახალ სისტემასთან უფრო ეფექტური გახდა, ტუნერი 2-3-ჯერ უფრო სწრაფად იწყებს რეაგირებას; ასევე, ძველი პიკაპით მინიმალური იყო პრეამპის სამზოლიანი EQ გამოყენების სურვილი, ახალი სისტემით კი მისი ნებისმიერი კომბინაცია მუდამ მუსიკალურ დიაპაზონშია...
რეზიუმე: მხოლოდ დადებითი გამოცდილება. ზოგადად, ვერსად ნახავთ ამ სისტემის უარყოფით შეფასებას.
უღრმესი მადლობა ელექტრონული კომპონენტების კანადურ კომპანიას Dipmicro Electronics, მათი დახმარებისა და მოწოდებული ელექტრონული კომპონენტების გარეშე, რაღა თქმა უნდა, ეს საინტერესო პროექტი მხოლოდ იდეის ფორმის იქნებოდა კვლავ.
აკუსტიკური გიტარის ბრიჯის ქვედა დაფის პიკაპი და მისი მონტაჟი (პასიური სისტემა) - 80 ლარი
რამდენიმე ფოტოსურათი და რჩევა მათ, ვინც დამოუკიდებლად გადაწყვეტს K&K Sound პიკაპის ინსტალაციას
პიკაპის ინსტალაცია იწყება ინსტრუმენტის მაქსიმალური დაცვით. აუცილებლად, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გადააფარეთ ინსტრუმენტს სქელი პოლიეთილენის პარკი და დააფიქსირეთ ის დეკაზე წებოვანი ფირით, ასვე, სასურველია შედარებით თხელი პოლიეთილენის პარკის დაფენა ინსტრუმენტის შიგნითაც.
პიკაპის მონტაჟის დაწყებამდე თავი მოუყარეთ შემდეგ მასალებსა და ინსტრუმენტებს: ორმხრივი წებოვანი ფირი, ცალმხრივი წებოვანი ფირი, შედარებით მკვრივი მუყაოს ფირფიტა ზომით 20x20 სმ, ორი დაახლოებით სიმის პინის (6 მმ) დიამეტრის და 6-10 სმ სიგრძის ხის ან მეტალის ღერო (მე ვიყენებ ალუმინის ბლანკს), ციანოაკრილატის ’სუპერ’ წებო, მაკრატელი, საკანცელარიო დანა, მარკერი, ფანქარი ან კალამი, მცირე ზომის სარკე.
მუყაოს ფირფიტიდან ვჭრით ოთკუთხედს, წორკუთხას ან ტრაპეციას (იმის მიხედვით, თუ როგორი ბრიჯი აქვს თქვენს გიტარას) იმ პროპორციით, რომ სიგანეში გადაფაროს ბრიჯი და სიგრძეში იყოს არანაკლებ ოთხ სიმს შორის მანძილისა. გამოჭრილ მუყაოში ვაკეთებთ ორ ნახვრეტს პირველი და მესამე სიმების პინების სიმეტრიულად. დაფიქსირებულ მუყაოს ფირფიტაზე მარკერით ზუსტად მოვინიშნავთ ჯორაკის მდებარეობას.
პიკაპი დიდი სიზუსტით უნდა იყოს ჯორაკის ქვეშ პოზიციონირებული. პირველი ცილინდრის პოზიციაა პირველ და მეორე სიმებს შორის, მაგრამ უფრო ახლოს პირველი სიმისკენ, რადგან მეორე სიმი თავისთავად ხმამაღლა რეზონირებს და, ასევე, შედარებით მეტი მაღალი ბგერების მოკრებისათვის. ზუსტი პოზიციის დადგენის შემდეგ ორმხრივი წებოვანი ფირით ვაფიქსირებთ პიკაპის პირველ დისკს მუყაოს ფირფიტაზე და..... ვიდრე უშუალოდ მიწებებას შევუდგებით, ვვარჯიშობთ იმდენს, რამდენსაც საჭიროდ ვთვლით.
რაც შეეხება წებოს რაოდენობას: წებო უნდა იყოს საკმარისი, არც ცოტა და არც ძალიან ბევრი. ზუსტად პოზიციონირებულ მუყაოს დაფას, რომელზეც ორმხრივი წებოვანი ფირით არის დამაგრებული პირველი პიკაპი, ვუცვლით მაფიქსირებელ ღეროებს და უკვე წებოთი შევსებულ პიკაპს ინსტრუმენტის შიგნიდან ქვეშიდან ვაწებებთ ინსტრუმენტის დეკას ბრიჯის ქვედა დაფაზე. პიკაპის დეკასთან მიწებების მაქსიმალური ხარისხისათვის საჭიროა დაახლოებით 1 წთ-ის განმავლობაში ოდნავი დაწოლა პიკაპზე. როგორც პირველ დისკს, ისე ვაწებებთ დანარჩენ ორ დისკსაც. მეორე დისკის პოზიციაა მესამე და მეოთხე სიმებს შორის; მესამე დისკი კი მეხუთე და მეექვსე სიმებს შორის.
ასე გამოიყურება სწორად ინსტალირებული პიკაპი ინსტრუმენტის შიგნით. ცალკეულ შემთხვევებში, ინსტრუმენტი საჭიროებს ენდ-პინის მონტაჟსაც, რაზეც ზემოთ უკვე იყო საუბარი.