ინსტრუმენტზე ლადების შეცვლა არის ჩვეულებრივი ოპერაცია და ასეთივე მარტივი უნდა ჩვენი დამოკიდებულება - ლადები უნდა გათანაბრდეს ან მთლიანად შეიცვალოს. არ ღირს ფიქრი, რომ ’საკუთარი’ ძველი ლადების ამოღებით გიტარას რაიმე უზიანდება; ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც საერთოდ გამოუცდელი ან ნაკლებად გამოცდილი ადამიანი ასრულებს ამ სამუშაოს და თანაც არააკურატულად. ლადების ცვეთის და, შესაბამისად, შეცვლის სიხშირე ერთნაირი ვერ იქნება ყველასათვის, ეს დამოკიდებულია ორ ფქტორზე - დაკვრის ინტენსიურობასა და შესრულების მანერაზე. თუკი ყოველდღიურად ვუკრავთ ინსტრუმენტზე და დაკვრის მანერაც ექსპრესიულია, უნდა ვივარაუდოთ, რომ 1-1,5 წელიწადში ლადები აუცილებლად შესაცვლელი გახდება; ეს კრიტერიუმი არ ეხება ფოლადის ლადებს, რომელთა გამძლეობის რესურსი 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ნიკელის ლადების. ასევე, მთლიანად განახლებამდე, შესაძლებელია ლადების გათანაბრება მათი დათხელებით, ანუ, ლადების საერთო სიმაღლის შემცირება დამუშავებით, თუკი ლადების პირვანდელი სიმაღლე იძლევა ამის საშუალებას.
’რეკომენდაციები’-ს გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ პარაგრაფი ლადების შეცვლის შესახებ. ეს სამუშაო უფრო რთული სამუშაოების კატეგორიას განეკუთვნება და შესაბამისი ცოდნისა და მომზადების გარეშე სასურველია არ შესრულდეს.
ლადების გათანაბრება - 20-50 ლარი ლადების შეცვლა - 50-150 ლარი