ფინგერსტაილი ნიშნავს მარჯვენა ხელის თითოეული თითის დამოუკიდებელ გამოყენებას შესრულდეს მუსიკალური არანჟირების რამდენიმე ნაწილი, რაც ჩვეულებრივ, შესრულდებოდა მუსიკალური ჯგუფის რამდენიმე წევრის მიერ. ბასი, ჰარმონიული აკომპანიმენტი, მელოდია და პერკუსია ერთდროულად შეიძლება შესრულდეს როდესაც უკრავთ ფინგერსტაილს. ტორონტოს ფინგერსტაილ გიტარის ასოციაცია
ფინგერსტაილ გიტარა უფრო ხშირად აღქმულია როგორც მუსიკალური სტილი ვიდრე შესრულების ერთგვარი ტექნიკა. ჩვენ, ‘ფინგერსტაილ გიტარა’, არ განვიხილავთ მას როგორც სპეციფიური სტილს; ჩვენ მიგვაჩნია ის ტექნიკად, რომელიც მოიცავს ყოველივეს და ყველა მუსიკალურ ჟანრს. ჩვენი აზრით, ფინგერსტაილი არის სიმებზე დაკვრა თითებით და არა პიკით (იგივე შეეხება მარცხენა ხელით დაკვრას, თუ თქვენ ხართ ცაცია). ვარიაციები, როგორიცაა მაჯის კუთხით და ფრჩხილებით დაკვრა დასაშვებია. ფინგერსტაილ გიტარ
ფინგერპიკინგი არის ტერმინი, რომელიც ერთნაირად იხმარება როგორც შესრულების სტილის (ტექნიკის), ასევე, მუსიკალური ჟანრის აღსანიშნავად. ის შედის ფინგერსტაილ მიმართულებაში, რადგან სრულდება თითებით, ოღონდ გამოიყენება ძირითადად სპეციფიური ტიპის ფოლკ, ქანთრი-ჯაზ და/ან ბლუზ მუსიკის შესასრულებლად. შესრულების ტექნიკის ამ ფორმაში ცერ თითს მიჰყავს თანაბარი რითმი, ჩვეულებრივ ასრულებს ცვალებად ბასს დაბალ სამ სიმზე, ხოლო პირველი ან პირველი და მეორე თითები ავსებენ ცერის პარტიას და ასრულებენ მელოდიას მაღალ სიმებზე.
სტილი წარმოიშვა 1800-იანი წლების მიწურულსა და 1900-იანი წლების დასაწყისში სამხრეთელი აფრო-ამერიკელი ბლუზ-გიტარისტების მიერ იმდროინდელი პოპულარული საფორტეპიანო რეგტაიმ მუსიკის იმიტაციის მცდელობით, გიტარისტის ცერი ფუნქციონირებს როგორც პიანისტის მარცხენა ხელი, ხოლო დანარჩენი თითები კი ასრულებენ მარჯვენა ხელის ფუნქციას. ჩანაწერების პირველი ნიმუშები შესრულებულია ისეთი გიტარისტების მიერ, როგორიცაა ბლაინდ ბლეიქი (Blind Blake), ბიგ ბილ ბრონზი (Big Bill Broonzie), მემფის მინი (Memphis Minnie) და მისისიპი ჯონ ჰარტი (Mississippi John Hurt). ზოგიერთმა ადრინდელმა შემსრულებლებმა, როგორიცაა ბლაინდ უილი ჯონსონი (Blind Willie Johnson) და ტამპა რედი (Tampa Red), შემატეს სტილს სლაიდ გიტარის (Slide guitar) ტექნიკა. ფინგერპიკინგი მალე გადაღებულია ქანთრი და ვესტერნ მუსიკის ისეთი შემსრულებლების მიერ, როგორიცაა სემ მაკგიი (Sam McGee), აიკ ევერლი (Ike Everly, The Everly Brothers-ის მამა) და მერლ ტრევისი (Merle Travis). შემდგომში ჩეტ ატკინსი (Chet Atkins) უფრო ავითარებს სტილს.
ფინგერპიკინგ გიტარისტების უმეტესობა უკრავს აკუსტიკურ გიტარაზე, მაგრამ ზოგიერთნი, მათ შორის მერლ ტრევისი, ხშირად უკრავენ ნახევრად-აკუსტიკურ ელექტრო-გიტარაზე.
ტრევის პიკინგი
ჩვეულებრივ, ეს სტილი სრულდება ფოლადისსიმიან აკუსტიკურ გიტარაზე. ეს არის შესრულებისას მარჯვენა ხელის წინასწარ მოცემული ფორმა, ხოლო მარცხენა ასრულებს სტანდარტულ აკორდებს. ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა, ხშირად ცნობილი როგორც ტრევისის პიკინგი მერლ ტრევისის შემდეგ და განვითარებული და პოპულარიზებული ჩეტ ატკინსის, მარსელ დადისა (Marcel Dadi) და ტომი ემანუელის (Tommy Emmanuel) მიერ, ასე გამოიყურება
შუათითი საჩვენებელი ცერი
| X X | X X | X X | X X | X X X X | X X X X
რეგტაიმ გიტარა, როგორც ზემოთ ითქვა, და ფინგერპიკინგი სავარაუდოდ შთაგონებული იყო საფორტეპიანო რეგტაიმ მუსიკით. რეგტაიმ გიტარის ადრეული ოსტატი არის ბლინდ ბლეიქი - 1920-იანი წლების ბოლოსა და 1930-იანი წლების დასაწყისის პოპულარული სტუდიური არტისტი.
1960-იან წლებში გიტარისტების ახალი თაობა უბრუნდება ამ ფესვებს და იწყებს საფორტეპიანო პიესების ტრანსკრიფციას სოლო გიტარისათვის. ერთერთი ყველაზე მეტად ცნობილი და ნიჭიერი ამ შემსრულებელთაგან არის დეივ ვან რონკი (Dave Van Ronk), რომელიც ასრულებს St. Louis Tickle-ის არანჟირებას სოლო გიტარისათვის. 1971 წელს, გიტარისტები დევიდ ლაიბმანი (David Laibman) და ერიკ შონბერგი (Eric Schoenberg) არანჟირებას აკეთებენ და წერენ სკოტ ჯოპლინის რეგტაიმებს და სხვა საფორტეპიანო არანჟირებების კომპლექსს ალბომისთვის ახალი რეგტაიმ გიტარა (LP The New Ragtime Guitar) ლეიბლში ფოლკვეის რეკორდს (Folkways Records). ამას მოჰყვება სტეფან გროსმანის (Stefan Grossman) ამავე სახელწოდების მეთოდური სახელმძღვანელო. ერთი წლის შემდეგ გროსმანი და ედ დენსონი (Ed Denson) აარსებენ ქიკინგ მულ რეკორდს (Kicking Mule Records) კომპანიას, რომელიც წერს სოლო რეგტაიმ გიტარის პარტიტურებს ისეთი მუსიკოსების შესრულებით, როგორიცაა სტეფან გროსმანი, ტონ ვან ბერგეიკი (Ton van Bergeyk), ლეო ვიინკამპი (Leo Wijnkamp), დაკ ბეიკერი (Duck Baker), პეტერ ფინგერი (Peter Finger), ლასე იოჰანსონი (Lasse Johansson), ტომ ბოლი (Tom Ball) და დეილ მილერი (Dale Miller). ერთერთი დღევანდელ ტოპ რეგტაიმ-სტაილისტთა შორის არის კრეიგ ვენტრესკო (Craig Ventresco), რომელიც უფრო მეტად ტერი ზვიგოვის (Terry Zwigoff) სხვადასხვა ფილმების საუნდთრეკებში მონაწილეობით არის ცნობილი.
„ნიუ ეიჯ“ ფინგერსტაილი
1976 წელს უილიამ აკერმანი (William Ackerman) ქმნის უინდჰემ ჰილ რეკორდს (Windham Hill Records), რომელიც აგრძელებს ტაკომას სოლო ფოლადისსიმიანი გიტარის ორიგინალური კომპოზიციების ტრადიციას. თუმცა, ტაკომას ფოლკსა და ბლუზზე ორიენტირებულ მუსიკაში ფეჰეის ამერიკული პრიმიტივ-გიტარის ჩათვლით, უინდჰემ ჰილ რეკორდსის პირველი მუსიკოსების მიერ (და მათგან შთაგონებული სხვების მიერ) უარყოფილია წამყვანი ცვალებადი ან მონოტონური ბასი არპეჯიოს კეთილხმოვანი დინებისა და ფლამენკოთი შთაგონებული პერკუსიული ტექნიკების სასარგებლოდ. ლეიბლის ყველაზე მეტად გაყიდვადი არტისტი ჯორჯ უინსტონი (George Winston) და სხვები ფორტეპიანოსადმი ერთნაირ მიდგომას იყენებენ. მათი მუსიკა ძირითადად არის წყნარი, აღქმადი და ექსპრესიონისტული. საბოლოოდ ეს მუსიკა იძენს სახელწოდებას ნიუ ეიჯ (New Age) მისი მუსიკალური ფონის სახით წიგნის მაღაზიებში, კურორტებსა და სხვა ნიუ ეიჯ ბიზნესებში ფართოდ გამოყენების გამო. განსაზღვრება რჩება, თუმცა ეს არ არის ტერმინი მოფიქრებული თავად კომპანიის მიერ.
ფოლკ ბაროკო
გამორჩეული სტილი, რომელიც 1960-იანი წლების დასაწყისში გამოდის ბრიტანეთიდან, ბრიტანულ ტრადიციულ მუსიკასთან ერთად შეიცავს ამერიკული ფოლკის, ბლუზის, ჯაზისა და რეგტაიმის ელემენტებს და ცნობილი ხდება როგორც ფოლკ ბაროკო. პირველად მეორე ბრიტანული ფოლკ აღორძინების (Second British Folk Revival) მუსიკოსები საკუთარ კარიერას თვითმოქმედ სკიფლ-მანიაში იწყებენ 1950-იანი წლების ბოლოს და ხშირად მიმართავენ ამერიკულ ბლუზს, ფოლკსა და ჯაზს, დროდადრო ხმარობენ ღია D და G წყობას, თუმცა ისეთი შემსრულებლები როგორიცაა დეივ გრეჰემი (Davy Graham) და მარტინ კარტი (Martin Carthy) ცდილობენ გამოიყენონ ეს მუსიკალური სტილები ტრადიციული ინგლისური მოდალური მუსიკის შესრულებისას. მალე მათი მიმდევრები ხდებიან ბერტ იანში (Bert Jansch) და ჯონ რენბოურნი (John Renbourn), რომლებიც უკვე განსაზღვრავენ შემდგომში სტილს. ამ მუსიკოსთა მიერ განვითარებულ მუსიკალურ სტილში შესამჩნევია მათ მიერ მიღებული D-A-D-G-A-D (დაბალიდან მაღალის მიმართულებით) წყობა, რომელიც ქმნის შეკიდული-მეოთხე D აკორდის ფორმას. მელოდიის ხაზგასმისა და ტრევის პიკინგზე დამყარებული ფინგერსტაილის გაერთიანებით ის მისაღები ხდება როგორც აკომპანიმენტი. დენისლოუს (Denislow) მიერ ფრაზის ფოლკ ბაროკო პირველი გამოყენენება გრეჰემის 1964 წლის ალბომიდან ფოლკი, ბლუზი და შემდგომ (Folk, Blues and Beyond) ტრადიციული ინგლისური ფოლკ სიმღერის შვიდი ბოშა (Seven Gypsys) ჩანაწერის დახასიათებისას არის სტილის დასაწყისი. გრეჰემი აერთიანებს ინდურ, აფრიკულ, ამერიკულ, კელტურ და თანამედროვე და ტრადიციულ ამერიკულ მუსიკალურ გავლენებს, ხოლო, კარტი, შუასაუკუნეებისა და ფოლკ მუსიკისათვის დამახასიათებელი ჟღერადობის გამოსახატავად, კერძოდ, იყენებს წყობას და უკრავს ცერით დაბალ ორ სიმზე. 1970-იანი წლების დასაწყისიდან შემდეგი თაობის მუსიკოსებს შემოაქვთ სიახლეები ახალი ტონალობებისა და ტექნიკის სახით. საუკეთესო შემსრულებელთა შორის არიან ნიკ დრეიკი (Nick Drake), ტიმ ბაკლი (Tim Buckley), ჯონ მარტინი (John Martyn), მარტინ სიმპსონი (Martin Simpson), პიერ ბენსუსანი (Pierre Bensusan), პოლ ბრედი (Paul Brady) და მრავალი სხვა.
სლაქ-კიი (დადაბლებული ტონალობის) გიტარა
სლაქ-კიი გიტარა არის ფინგერსტაილის სახეობა წარმოშობილი ჰავაიზე. ინგლისური ტერმინი არის ჰავაური სიტყვის kī hō‘alu (‘კი ჰო ალუ’) თარგმანი, რაც ნიშნავს ტონალობის შესუსტებას. სლაქ-კიი თითქმის ყოველთვის სრულდება ღია ან შეცვლილ წყობაში, ყველაზე მეტად გავრცელებული წყობაა G-მაჟორი (D-G-D-G-B-D) წოდებული ტარო პაჩ (Taro Patch), თუმცა, არსებობს მეშვიდე-მაჟორული წყობის მთელი ოჯახი წოდებული ვაჰინე (wahine - ჰავაურ ენაზე ქალი) და, ასევე, სხვა წყობები შექმნილი კონკრეტული ეფექტის მისაღწევად.
ფინგერსტაილ ჯაზ-გიტარა
უაკომპანიმენტო გიტარა ჯაზურ მუსიკაში ხშირად უკრავს სტილში აკორდი-მელოდია, როდესაც გიტარისტი აკორდების სერიასთან ერთად მელოდიას ასრულებს მაღალ ნოტებზე. ფინგერსტაილი, პლექტრუმ ან ჰიბრიდ-პიკინგი თანაბრად განეკუთვნება ამ სტილს. ნამდვილი ფინგერსტაილ ჯაზ-გიტარა პლექტრუმის გამოყენების გარეშე თარიღდება მისი ადრინდელი იშვიათი ხმარებით ისეთი მუსიკოსების მიერ როგორიცაა ედი ლანგი (Eddie Lang, 1902-1933) და კარლ კრეს (Carl Kress, 1907-1965), მაგრამ სტილი არ ვითარდება მთლიანად ელექტროგიტარის გამოგონებამდე. ჯორჯ ვან ეპსი (George van Eps, 1913-1998) აღიარებულია გიტარის პოლიფონიური სოლოს შესრულების გამო. ტედ გრინ (Ted Greene) და ლენი ბროუ (Lenny Breau) არიან სხვა ოსტატები. თანამედროვე ჯაზ-გიტარაზე თითებით შესრულების ცნობილი ოსტატია ვეს მონტგომერი (Wes Montgomery, 1925-1968). ის ცნობილია ბასის ცერით შესრულებით დანარჩენი თითებით აკორდებისა და მელოდიური მოტივების დაკვრის დროს. ეს ორიგინალური სტილი ფართოდ განიხილება როგორც თბილი ტემბრის ამაღლების ინოვაციური მეთოდი ასოცირებული ჯაზ-გიტარასთან. რა თქმა უნდა, ვეს მონტგომერის გავლენა ვრცელდება თანამედროვე პოლიფონიური ჯაზური იმპროვიზაციის მეთოდებზე. დღეს, ფინგერსტაილ ჯაზ-გიტარას ჰყავს რამდენიმე მიმდევარი, ბრიტანელი შემსრულებლის მარტინ ტეილორიდან (Martin Taylor) ჯეფ ლინსკიმდე (Jeff Linsky), რომელიც კლასიკური ტექნიკის გამოყენებით თავისუფლად იმპროვიზირებს პოლიფონიურად. ერლ კლუგი (Earl Klugh) წერს რამდენიმე ფინგერსტაილ პროექტს სოლო გიტარაზე. ჩარლი ბიორდი (Charlie Byrd) კლასიკურ გიტარაზე უკრავს ფინგერსტაილს ლათინო-ამერიკულ სტილში. არ არსებობს ფინგერსტაილ-ჯაზის ერთი კონკრეტული სტილი, შემსრულებლები ძირითადად ერიდებიან კაპოსა და ცვალებადი წყობის გამოყენებას.
ფინგერსტაილ ელექტრო-გიტარა
ელექტრო-გიტარაზე იშვიათად სრულდება ფინგერსტაილი, თუმცა განსაკუთრებული ტექნიკური გამოწვევები არ არის წარმოდგენილი. ფინგერსტაილ ელექტრო-გიტარის ცნობილ წარმომადგენლებს შორისაა დერეკ ტრაკსი (Derek Trucks), მარკ ნოპფლერი (Mark Knopfler), ჯეფ ბეკი (Jeff Beck. წლების განმავლობაში პიკით დაკვრის შემდეგ), დუან ალმანი (Duane Allman. სლაიდ-გიტარაზე დაკვრისას), რობი კრიგერი (Robbie Krieger), მაიკ ოლდფილდი (Mike Oldfield), ალბერტ კინგი (Albert King), ალბერტ კოლინზი (Albert Collins), ჯონ ლიი ჰუკერი (John Lee Hooker) და რაი კუდერი (Ry Cooder).
პერკუსიული ფინგერსტაილი
პერკუსიული ფინგერპიკინგი არის ახალი ტერმინი სტილისა, რომელიც სიმებზე მკვეთრი შეტევის და სიმებსა და გიტარის ზედაპირზე დარტყმის ეფექტებს აერთიანებს. ფლამენკოს გიტარისტები წლების განმავლობაში იყენებენ ამ ტექნიკებს, მაგრამ ფოლადის სიმების დიდი წინააღმდეგობა ართულებს ამგვარ შესრულებას ფინგერსტაილში მანამ, ვიდრე არ იწყება პიკაპის (Pickup - ხმის ამღები) აკუსტიკურ გიტარაზე გამოყენება 1970-იანი წლების დასაწყისიდან. მაიკლ ჰეჯესი (Michael Hedges) 1980-იანი წლებიდან იწყებს პერკუსიული ტექნიკის გამოყენებას. პერკუსიული ფინგერსტაილის დღევანდელ წარმომადგენელთა შორის არიან ტომი ემანუელი (Tommy Emmanuel), პრესტონ რიდი (Preston Reed), ლორენს ჟუბერი (Laurence Juber), ერიკ როშე (Erik Roche), დოილ დაიქსი (Doyle Dykes), მაიკლ ჩეპდელეინი (Michael Chapdelaine), ადამ რაფერტი (Adam Rafferty), დონ როსი (Don Ross), ენდი მაკკიი(Andy McKee), ანტუან დუფორი (Antoine Dufour), კრეიგ დანდრეა (Craig D’Andrea) და მრავალი სხვა.