ახალი ფიშმან ლაუდბოქს არტისტი (Loudbox Artist) არის ევოლუცია აკუსტიკურ გახმოვანებაში. ლაუდბოქს 100-ის ჯილდოების მქონე დიზაინის გამოყენებით მას გაცილებით მეტი სიმძლავრე და შესაძლებლობები გააჩნია და არაჩვეულებრივად მსუბუქი და პორტატულია. ორზოლიანი სისტემა, ულტრა-სუფთა 120 ვატი აკუსტიკური სიმძლავრე, ორი მოქნილი არხი ფიშმანის ლეგენდარული ბგერით და ანტი-ფიდბექის კონტროლით, პლუს ეფექტების ახალი ორმაგი სექციით ლაუდბოქს არტისტი შეუდარებელი პორტატული აკუსტიკური კომბო-გამაძლიერებელია სერიოზულად აქტიური მუსიკოსისათვის.
ციფრული ეფექტების ახალი ორმაგი სექცია უზრუნველყოფს რევერბის, ქორუსის, დილეის, ექოსა და სლეპ ექოს ეფექტების დონეების კონტროლს თითოეული არხისათვის. უკანა პანელი შეიცავს დამხმარე სტერეო მიერთებებს 1/4” და 1/8” კონექტორებისათვის, ბალანსირებულ დი-აი აუტს თითოეული არხისა და მთავარი მიქსისათვის, გათიშვას ორივე არხის სრული სიჩუმისათვის და ყურსასმენების აუტს. ყველაფერ ამასთან დამატებით, ახალი ლაუდბოქს არტისტი საკმაოდ მსუბუქი წონისაა (წონა: 11,6 კგ; ზომები: 34.3 x 39.4 x 29.2 სმ)... და მსუბუქი იქნება თქვენი საფულისთვისაც ფასით, ნაკლები 500 აშშ დოლარზე. |
ფიშმანის რეარ ერთ ბლენდ (Rare Earth blend) კვლავ ტოპ-არჩევანია მაგნიტურ პიკაპებს შორის
|