# 1
# 2 # 3 # 4 # 5 # 6 # 7 |
სწავლა & ცოდნა; ფინგერსტაილის თავისებურებები
რით დავიწყოთ?! სიმები, ინსტრუმენტის რეგულირება, გრიფი, თითები ინსტრუმენტის შერჩევა; აუცილებელი აქსესუარები; თითები თუ ფრჩხილები აკუსტიკური გიტარის სიმები; ”ჩაურთველი” და ”ჩართული”; სავარჯიშოები ოქროს წესები აკუსტიკურ პიკაპები; პიკაპის სისტემების შერჩევა ფინგერსტაილ სავარჯიშოების ნიმუშები; ელ. ტუნერი, მეტრონომი |
ფორმულა საკმაოდ მარტივია: საუკეთესო სიმები ახალი სიმებია. ახალი სიმების ჟღერადობას და, შესაბამისად, ინსტრუმენტის ჟღერადობას ალტერნატივა არ აქვს, ეს წესია. ალბათ დაკვირვებიხართ, რომ სიმები დაყენების შემდეგ დაახლოებით 1-2 კვირის განმავლობაში ნაწილობრივ თუ ინარჩუნებს პირვანდელ ცოცხალ ჟღერადობას გაჯერებულს ობერტონებით. შემდგომ, სიმები ერთნაირად ’ყრუდ’ ჟღერს მთელი პერიოდის განმავლობაში მათ საბოლოო დემორალიზაციამდე. ტომი ემანუელის მაგალითი საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ როგორ და რა ხანგრძლიობის როლი აქვს სიმებს გიტარის ჟღერადობაში და რომელია სიმებს შორის უკეთესი. ტომი ემანუელი ცვლის სიმებს უშუალოდ კონცერტის წინ სცენაზე გამოსვლამდე.
|
როგორც ხედავთ, შეფასებები ’უკეთესი’ და ’უარესი’ უბრალოდ უადგილოა ამ შემთხვევაში.
არსებობს სიმების კატეგორია სპეციალური დაფარვით (Coated), რომელიც სიცოცხლეს უხანგრძლივებს სიმებს, ანუ, თუკი რომელიმე სიმი გემსახურებათ ერთი თვის განმავლობაში, ასეთი დაფარვის სიმებმა შეიძლება გაძლონ ერთი და რამდენიმე კვირით ანდა თვით მეტი. ამ სიმების ჟღერადობის მახასიათებლები შედარებით დაბალია ჩვეულებრივ სიმებზე (Uncoated). იმედია, ინფორმაცია სიმების შესახებ დაგეხმარებათ ზუსტად შეაფასოთ თქვენი საჭიროება და სწორად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სიმები ჟღერადობისა და გამძლეობის მიხედვით. |