აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარის რესურსის მიზანი არ არის მუსიკალური ინდუსტრიის მთელი სპექტრის ერთ გვერდზე თავმოყრა, წარმოგიდგენთ რამდენიმეს ძირითადი აკუსტიკური ბრენდებიდან. მუსიკალური მანუფაქტურების უმრავლესობა დღეს მრავალი სახის პროდუქციასა და აქსესუარებს სთავაზობს მუსიკოსებს, ამიტომ მათი კლასიფიკაცია რაიმე ნიშნით არ არის გათვალისწინებული. სიახლეების გვერდი პერიოდულად ახლდება და დეტალურ ინფორმაციას შეიცავს მრავალ მნიშვნელოვან სიახლეზე. ფინგერსტაილ TV არხი შეიცავს ყველა ხელმისაწვდომ ვიდეოპრეზენტაციას ქართული დასათაურებით, რაც გაძლევთ საშუალებას არამხოლოდ ვიზუალურად გაიცნოთ თქვენთვის საინტერესო ახალი ინსტრუმენტი, მოწყობილობა და/ან აქსესუარი, არამედ, პირველ რიგში, შეაფასოთ მისი ხარისხი და დეტალური მახასიათებლები.