ინსტრუმენტის ორმაგი ეკრანირების გამჭვირვალე კაბელი (მონო, სტერეო)
ყველასთვის, ვინც იყენებს გასახმოვანებელ სისტემებს, ცნობილია სირთულეები დაკავშირებული ჟღერადობის სისუფთავესთან, რომელიც გასახმოვანებელი ელექტრო-ტექნიკური მოწყობილობის ხარისხიანობის შეფასების ერთერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. თუმცა, მიუხედავად ხარისხიანი აპარატურის ექსპლუატაციისა, ხშირად მაინც დღის წესრიგშია ჟღერადობის სისუფთავე. ამ შემთხვევაში, საუბარია უსუფთაო ხმაზე, ჩვეულებრივ ’ფონზე’, რომელიც ხშირად ’იპარება’ გახმოვანების სისტემებში და, რომლის ძირითადი მიზეზი, როგორც წესი, არის ცვლადი დენის სიხსირე 50-60 ჰერცი და/ან სხვა ელექტრომაგნიტური ტალღები სივრცეში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. პრობლემის მოგვარება მთლიანად სწორი და სრულფასოვანი დამიწებისა და ეკრანირების მოწესრიგებას უკავშირდება; მართალია, ელექტრომაგნიტური ფონის მიზეზი სისტემაში ინსტრუმენტი-კაბელი-გამაძლიერებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ცალკეული რგოლი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ განვიხილავთ სიტუაციას, როდესაც ცნობილია, რომ ფონის მიზეზი არის ინსტრუმენტის კაბელი.
დღეს, მუსიკალურ მარკეტზე არსებული აუდიო-კაბელების მწარმოებელი თითქმის ყოველი მანუფაქტურა აკმაყოფილებს ხარისხის მინიმალურ მოთხოვნებს; ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლადშეძენილი, სტანდარტული, თუნდაც ყველაზე დაბალი ღირებულების მქონე აუდიო კაბელი ექსპლუატაციის დასაწყისშივე გახდეს ხსენებული პრობლემის მიზეზი. თუმცა, ნამდვილად სავარაუდოა, რომ კაბელის განსაკუთრებულად დაბალი ღირებულება პირდაპირპროპორციული იქნება ექსპლუატაციის რესურსის ასეთივე დაბალი მაჩვენებლის; სხვა სიტყვებით, მუსიკალური კაბელის საერთო ხარისხიანობის ერთერთი ძირითადი შემადგენელია როგორც თავად სადენისა და ეკრანის მასალის გამძლეობა, ასევე, კონექტორები და შიდა და გარე იზოლირება მთლიანად. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ სცენაზე ინტენსიური ექსპლუატაციის პირობებში ნაკლებად ხარისხიანი კაბელის მუშაობა და/ან ნორმალური მუშაობა ხანგრძლივი ვერ იქნება...
მოკლედ, როდესაც კაბელის არასრულფასოვანი ფუნქციონალურობა არის ფონის მიზეზი, ხოლო ადგილობრივად ხელმისაწვდომი აუდიო-კაბელები, თავის მხრივ, მხოლოდ კიდევ უფრო მეტად აძლიერებს სურვილს შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ხარისხიანი კაბელი, ძვირადღირებული ევროპული და/ან ამერიკული აუდიო-კაბელის ღირსეული ალტერნატივა იქნება ფოტოსურათზე ნაჩვენები ხელნაკეთი კაბელი ორმაგი ეკრანირებით და გამჭვირვალე გარე იზოლაციით.
ინსტრუმენტის ორმაგი ეკრანირების გამჭვირვალე სტერეო კაბელის მახასიათებლები
1. სიგრძე: 4,5 მ 2. Switchcraft-ის ტიპის მეტალის სტერეო 6,35 მმ კონექტორები, პირდაპირი და სწორკუთხა 3. შიდა სადენების წინაღობა: <0,06 ომი/მ 4. ეკრანირების ბადის წინაღობა: <0,02 ომი/მ 5. სპილენძის დამატებითი ეკრანი 6. საკმაოდ მოქნილი და, ამავე დროს, გამძლე გამჭვირვალე გარე იზოლაცია 7. კაბელის გარე დიამეტრი: 8 მმ 8. ორიგინალური გამჭვირვალე დიზაინი
ისე, როგორც ნებისმიერი სხვა დეტალი და/ან აქსესუარი წარმოდგენილი ამ გვერდზე, ეს აუდიო-კაბელიც გამორჩეულია თავისი ხარისხით, ფუნქციონალურობით და ღირებულებით; იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ამაში, ურიგო არ იქნება მოკლე საექსკურსიო ტური, ერთის მხრივ, ადგილობრივ და, მეორეს მხრივ, ონლაინ მუსიკალურ მაღაზიებში... გისურვებთ შეიძინოთ სასარგებლო გამოცდილება!
ინსტრუმენტის ორმაგი ეკრანირების გამჭვირვალე კაბელი გარე დიამეტრით 8 მმ (მონო, სტერეო, კონექტორების გარეშე *)
მონო: 3 მ - 40 ლარი, 4,5 მ - 50 ლარი სტერეო: 3 მ - 50 ლარი, 4,5 მ - 60 ლარი
* კაბელის ღირებულებაში არ არის გათვალისწინებული კონექტორების ღირებულება. რეკომენდირებულია კონექტორები მეტალის კორპუსით და გილზით 8 მმ დიამეტრის კაბელისთვის.