ტომი ემანუელის უნიკალური სტილი - იგი მას უბრალოდ ფინგერსტაილს უწოდებს - მონათესავეა გიტარაზე ფორტეპიანოს დაკვრის წესით შესრულებისა ათივე თითის გამოყენებით. მთელი ბენდის მიერ მელოდიის, რითმის, ბასისა და დრამ პარტიების შესრულების ნაცვლად ტომი თავად უკრავს ამას ყველაფერს და, უფრო მეტსაც, მხოლოდ ერთ გიტარაზე. 2008 და 2010 წლებში Guitar Player ჟურნალის მკითხველთა აზრით ტომი ემანუელი დასახელებულია როგორც ”მსოფლიოს საუკეთესო აკუსტიკური გიტარისტი” ("Best Acoustic Guitarist in the World").