აკუსტიკური გიტარის კარგი ხარისხის აქსესუარების და/ან ნებისმიერი სხვა მუსიკალური საჭიროებისას, აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარის რესურსი გთავაზობთ ისარგებლოთ ონლაინ-მაღაზიების სერვისით; მრავალი მუსიკალური ონლაინ მაღაზიიდან შერჩეულია რამდენიმე ძირითადი, საერთაშორისო სერვისის ყველაზე დაბალი ტარიფებით საქართველოსათვის, რაც საკმაოდ მარტივი და საიმედოა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში (მცირე ზომის სხვადასხვა აქსესუარები, დიდი ფასდაკლებები), საკმაოდ ეფექტური საერთო ხარჯების მხრივაც, განსაკუთრებით, მაშინ, თუკი თქვენთვის სასურველი ნივთი არ არის ადგილობრივად ხელმისაწვდომი.
E L D E R L Y - ერთერთი საუკეთესო ამერიკული ონლაინ-მაღაზია, უდიდესი არჩევანი, ყველაზე დაბალი ტარიფები (10 აშშ დოლარიდან) ტრანსპორტირებაზე აშშ-დან
R A T S O U N D - ონლაინ-მაღაზია კალიფორნიაში დიდი და საინტერესო არჩევანით და დაბალი სატრანსპორტო ტარიფებით
D J A N G O B O O K S - ყველა არსებულ საუკეთესო აკუსტიკურ კომბოს გთავაზობთ ყველაზე დაბალი ფასებით + აბსოლუტურად მისაღები ფასები დაზღვეულ ტრანსპორტირებაზე საქართველოში
C R E A M - M U S I C M U S I K H A U S B. H U M M E L - ევროპის ერთერთი ყველაზე ცნობილი და გერმანიის ერთერთი უძველესი მუსიკალური მაღაზია; დაარსებული 1904 წელს, არაერთი უნიკალური მუსიკალური მოვლენის მომსწრე და მონაწილე, ის თავად არის უნიკალური და ქ. ფრანკფურტის ერთერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ამ უნიკალურ მაღაზიას ასეთივე უნიკალური, მაღალკვალიფიციური და, ამავე დროს, უაღრესად გულისხმიერი გუნდი მართავს, რომელიც არ დაზოგავს დროს და ენერგიას დაგეხმაროთ თქვენთვის სასურველი ინსტრუმენტისა თუ მოწყობილობის შეძენაში
M A N N's M U S I C - ევროპის კიდევ ერთი ცნობილი და უძველესი მუსიკალური მაღაზია კოლჩესტერში, დიდი ბრიტანეთი; დაარსებული 1854 წელს, ის უკვე 150 წელზე მეტია ემსახურება არა მხოლოდ საკუთარი ქალაქისა და მისი შემოგარების მკვიდრთ და მუსიკის მოყვარულთ, არამედ მთლიანად დიდ ბრიტანეთსა და ევროპას და, ასევე, მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანას. მაღაზიის თანამშრომლები გამოირჩევიან როგორც მეგობრულობით, ასევე მომსახურების ხარისხითა და სისწრაფით. წარმოუდგენელია დარჩე უკმაყოფილო ამ მაღაზიის სერვისებით სარგებლობისას
T H O M A N N - ევროპის უდიდესი მუსიკალური მომწოდებელი (გერმანია) ტრანსპორტირების ღირებულების თითქმის იდეალური პირობებით, 40 ევრო 20კგ-მდე ნებისმიერი გზავნილისათვის. ადგილობრივი დღგ აკლდება პროდუქტის ღირებულებას (18-20%)
S H O R E L I N E - მთლიანად აკუსტიკური მუსიკისადმი მიძღვნილი ონლაინ-მაღაზია, ყველაფერი მხოლოდ მაღალი ხარისხის და დაბალი ტარიფები საერთაშორისო გზავნილებზე
I N S T R U M E N T A L L E Y - საუკეთსო ინსტრუმენტების დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი და ასეთივე სატრანსპორტო ტარიფები საქართველოსათვის
M U S I C S T O R E - ევროპის (გერმანია) დიდ მაღაზიათა შორის ერთერთი. ტრანსპორტირების დაბალი ტარიფები - 20 ევროდან. ადგილობრივი დღგ აკლდება პროდუქტის ღირებულებას (18-20%)
E U R O G U I T A R - ერთერთი საუკეთესო ევროპულ ონლაინ მაღაზიათა სამეულში (საფრანგეთი). ტრანსპორტირების დაბალი ტარიფები - 20 ევროდან. ადგილობრივი დღგ აკლდება პროდუქტის ღირებულებას (18-20%)
M U S I C G O R O U N D - ონლაინ-მაღაზიათა ქსელი აშშ-ში, რომელიც მეორად ინსტრუმენტებსა და აქსესუარებს გთავაზობთ, რაც შესაძლოა ერთადერთი საშუალება აღმოჩნდეს სასურველი ნივთის შესაძენად
R E V E R B - მცირე ზომის ონლაინ-მაღაზიათა ანალოგიური ქსელი აშშ-ში, რომელიც ახალ და მეორად ინსტრუმენტებსა და აქსესუარებს გთავაზობთ
P E N N - E L C O M - თუკი გჭირდებათ ცალკეული კომპონენტები და არ იცით სად შეიძლება ამ ყველაფერის ერთად ნახვა და შეძენა
მაღაზიები თბილისში
იამაჰა- აკუსტიკური გიტარები, აქსესუარები მირელი- აკუსტიკური გიტარები, აქსესუარები მიფასი - აკუსტიკური გიტარები, აქსესუარები მუსიკის სახლი - აკუსტიკური გიტარები, აქსესუარები ტიტანი- აკუსტიკური გიტარები, აქსესუარები, ელ-კომპონენტები ჰერცი & ლუმენი - ინსტრუმენტები, აქსესუარები პულტი- ელექტრონული კომპონენტები D A C კომპონენტები - ელექტრონული კომპონენტები