# 1
# 2 # 3 # 4 # 5 # 6 # 7 |
სწავლა & ცოდნა; ფინგერსტაილის თავისებურებები
რით დავიწყოთ?! სიმები, ინსტრუმენტის რეგულირება, გრიფი, თითები ინსტრუმენტის შერჩევა; აუცილებელი აქსესუარები; თითები თუ ფრჩხილები აკუსტიკური გიტარის სიმები; ”ჩაურთველი” და ”ჩართული”; სავარჯიშოები ოქროს წესები აკუსტიკურ პიკაპები; პიკაპის სისტემების შერჩევა ფინგერსტაილ სავარჯიშოების ნიმუშები; ელ. ტუნერი, მეტრონომი |
ითვლება, რომ ყველაზე პოპულარული ფინგერსტაილ ინსტრუმენტები არის 000 (აუდიტორიუმი, Auditorium) და OM (საორკესტრო მოდელი, Orchestra Model) ტიპი გიტარის მოდელები. შედარებით მცირე კორპუსის მქონე ეს ინსტრუმენტები ხასიათდება ’დაბლების’ და ’მაღლების’ უფრო დაბალანსებული ჟღერადობით და მსუბუქი (Light) დაჭიმულობის სიმების გამოყენებით თითებისათვის უფრო ნაკლებ დატვირთვას წარმოადგენს. ამ გიტარებს აქვთ შედარებით უფრო განიერი ნატი - 44-45 მმ (1¾”), არის მოდელები 46-48 მმ და უფრო განიერი ნატით. ფინგერსტაილ გიტარისტები კონკრეტული ჟღერადობის მისაღწევად მრავალგვარ ტექნიკურ ხერხებს იყენებენ, რისთვისაც მათ ხშირად უყვართ მარჯვენა ხელის თითების სიმებს შორის ღრმად ჩაყოფა და სპეციფიური გამოკვრა და, ამიტომ, სიმებს შორის მეტ სივრცეს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, არსებობს სამართლიანი მოსაზრება, რომ ეს, ასევე, დამოკიდებულია შემსრულებლის თითებზე (პატარა/დიდი) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ზოგიერთისათვის ნაკლები სივრცეც შეიძლება საკმარისი იყოს ასეთი ტექნიკის გამოყენებისათვის.
მიუხედავად ამ პოპულარული მოდელებისა, შეიძლება ითქვას, რომ ფინგერსტაილ მუსიკოსები თითქმის ყველა ტიპის აკუსტიკურ მოდელებზე უკრავენ - მათ შორის დრედნოუტ (Dreadnought), 0 კონცერტ (Concert), 00 გრანდ კონცერტი (Grand Concert) 0000 გრანდ აუდიტორიუმ (Grand Auditorium), J ჯამბო (Jumbo) და სხვა. |
აკუსტიკური ფინგერსტაილ გიტარის უპირველესი აქსესუარი არის, ალბათ, ცერი თითის პიკი (Thumbpick). პლექტრუმის (მედიატორი) ეს ნაირსახეობა არის ძირითადი აქსესუარი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი ფინგერსტაილ-გიტარისტი. ცერის პიკი გაძლევთ სისწრაფეს, მკაფიო და სუფთა ბგერას, ტექნიკურ თავისუფლებას და ხელის გულის უფრო ეფექტური გამოყენების საშუალებას, როდესაც ხელის გული ხურავს დაბალ (ბას) სიმებს და ცერი კი ასრულებს ბას-პარტიას, ეს გაძლევთ დაახლოებით კონტრაბასის ჟღერადობას და საკმაოდ ხშირად გამოიყენება ფინგერსტაილ-გიტარისტების მიერ.
|