# 1
# 2 # 3 # 4 # 5 # 6 # 7 |
|
ფინგერსტაილ სავარჯიშოების ნიმუშები; ელ. ტუნერი & მეტრონომი
P-i ტექნიკა ცერისა და საჩვენებელი თითის ტექნიკა რენესანსიდან იღებს საწყისებს როგორც შესრულების ერთხაზოვანი ფორმა. დღეს, კლასიკური გიტარისტები P-i ტექნიკას არჩევენ საჩვენებელი და შუა თითების ტექნიკის გამოყენებას, რადგან თვლიან, რომ ცერისა და საჩვენებელი თითის ტექნიკა საკმაოდ არათანაბარია კლასიკური პასაჟების შესასრულებლად. თუმცა, ეს ზუსტად ის არის, რატომაც უყვართ ეს კომბინაცია ფინგერსტაილ-გიტარისტებს; ერთხაზოვანი იმპროვიზაცია ჯაზსა და სხვა მუსიკალურ სტილებში სვინგისათვის ზუსტად არათანაბარ ჟღერადობას საჭიროებს, რაც ასე დამახასიათებელია P-i ტექნიკისათვის. ჩვენ, როგორც ფინგერსტაილ-გიტარისტებს, უნდა შეგვეძლოს მრავალი სხვადასხვა კომბინაციის გამოყენება სხვადასხვა მუსიკალურ სტილებში. |
გამოიყენეთ ცერისა და საჩვენებელი თითის ტექნიკა შემდეგი გამების შესრულებისას. თანადათან გაზარდეთ შესრულების ტემპი და ყურადღება მიაქციეთ, რომ მარჯვენა ხელი ამ დროს რჩებოდეს გაწონასწორებული და მოშვებული - მარჯვენა ხელი არ უნდა განიცდიდეს დაძაბვას.
კიბორჩხალა, ქრომატიული ოქტავები შეუძლებელია ერთ გვერდზე ყველა არსებული სავარჯიშოს წარმოდგენა. ინტერნეტში არის რესურსები, სადაც არის შესაბამისი სასწავლო ლიტერატურა და სავარჯიშოთა კრებულები, რომელთა მოძიება მხოლოდ მცირე დროს მოითხოვს. ჯერ კიდევ ჯულიანის მიერ შემუშავებული ეს სავარჯიშო ოქტავებით და სავარჯიშო კიბორჩხალა კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არამარტო მარჯვენა ხელის ცერის, არამედ მარცხენა ხელის თითების, ასევე, დამოუკიდებელი და თავისუფალი გამოყენება. ცვალებადი ბასი გულისხმობს მარცხენა ხელის თითების ცალებადი და საპირისპირო მიმართუელებით მუდმივ გადაადგილებასა და მოძრაობს. ეს კონკრეტული სავარჯიშოები და, ასევე ტომი ემანუელის რამდენიმე ონლაინ მასტერკლასი წარმოდგენას შეგიქმნით რით უნდა დაიწყოთ და რა ტიპის სავარჯიშოებს უნდა მიაქციოთ ყურადღება მომავალში. ეს ლინკი კი ტომი ემანუელის არანჟირებებისა და ტაბულატურათა ერთერთი ყველაზე დიდი კოლექციის გვერდს გთავაზობთ. გისურვებთ სასიამოვნო პიკინგს! მასტერკლასი 1 მასტერკლასი 2 მასტერკლასი 3 მასტერკლასი 4 |
ეი-პი AP ტუნერის 3.08 ვერსია ვინდოუსისთვის ჯოზეფ ბრომსისა და კევინ მურისაგან.
ეი-პი AP ტუნერის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნები კომპიუტერისათვის: პენტიუმი, თავსებადი 200 MHz ან მეტი, Windows 98 / 2000 / ME / XP / Vista, ოპერატიული მეხსიერება 32 მგბ RAM, 2 მგბ მოცულობის სივრცე ინსტალაციისათვის, ხმის ქარდი, მიკროფონი ან ადაპტერი პირდაპირი მიერთებისათვის |
თიუნ ით! Tune It! აუდიო პლაგინი
თიუნ ით! არის პროგრამული შემადგენელი, რომელიც ეხმარება მუსიკოსებს ინსტრუმენტების აწყობაში. ასევე, მისი გამოყენება სწორი წყობის შენარჩუნების საკონტროლოდ, შესაძლებელია ’ცოცხალი’ შესრულების დროსაც. თიუნ ით! სიზუსტეს განაპირობებს ბგერის სიმაღლის განმსაზღვრელი ორგინალური და მაღალი აკურატულობის მქონე ალგორითმი. |