ელ.ერ.ბაგს (L.R. Baggs)
ელ.ერ. ბაგს 2011 წლის შემსრულებელთა ოქროს არჩევანია წლის პროდუქტი / ყველაზე ინოვაციური ახალი პროდუქტი ელ.ერ. ბაგს ანთემ თრუ-მაიკ ტექნოლოჯი (Anthem Tru-Mic Technology) როდესაც ჩანს, თითქოს ყველაფერი უკვე სრულყოფილია აკუსტიკური გიტარის მოწყობილობების სამყაროში, მანუფაქტურები ზუსტად ამ დროს გვაოცებენ საკუთარი ინოვაციური პროდუქციით, რაზეც მოწმობს წლევანდელი ელ.ერ. ბაგს ანთემ პიკაპის სისტემა. მართალია, ძირითადი ცალკეული ელემენტები - ჯორაკისქვეშა პიკაპი და შიდა მიკროფონი - არ არის რევოლუციური, მაგრამ წრედში მათი კროსოვერის გზით ჩართვა ახალი მიდგომაა, შედეგად კი ვაღწევთ საოცრად ბუნებრივ ჟღერადობას მარტივი მონო-გამოსასვლელის მქონე გახმოვანების სისტემის სახით. ელ.ერ. ბაგს მ1 აქტიური (L.R. Baggs M1 Active) მაგნიტური პიკაპები, რომელიც ფოლადისსიმიანი აკუსტიკური გიტარის ხმის ჭრილში თავსდება პოპულარულია მრავალი გარემოების გამო. მრავალ შემსრულებელს იზიდავს მათი მარტივი ინსტალაცია, რომელიც ხშირად შეიძლება დამოუკიდებლად განხორციელდეს ლუთიერის დახმარების ან ინსტრუმენტის მოდიფიკაციის გარეშე, სხვები ირჩევენ მათ თბილი ბგერისა და გაწონასწორებული შეტევის და, ასევე, ხმაურიანი ბენდის გარემოში მათი შესრულების საუცხოო მახასიათებლების გამო. ელ.ერ. ბაგს მ1 აქტიური პიკაპის ჰამბაკერის უნიკალური დიზაინი პიკაპის მეორე კოჭას იმგვარად იყენებს, რომ ის აღიქვამს გიტარის დეკის ვიბრაციას და შესაძლებლობას აძლევს პიკაპს შეკრიბოს გიტარის ჟღერადობის ყველა ნიუანსი. ფიშმანის რეარ ერთ ბლენდის (Fishman’s Rare Earth Blend) მიზანიც იგივეა, შეკრიბოს ორივე, სიმებისა და ინსტრუმენტის კორპუსის ყველა ბგერა მაგნიტური პიკაპისა და შიდა მიკროფონის საშუალებით. ელ.ერ. ბაგს ვენიუ დი-აი (L.R. Baggs Venue DI) ვენიუ დი-აი არის აკუსტიკური პრეამპი, რომელშიც გაერთიანებულია ტრანსფორმატორული წრედის დი-აი გამოსასვლელი მაქსიმალური იზოლაციისათვის, სპეციალურად აკუსტიკური ინსტრუმენტებისათვის გათვლილი ეკვალაიზერი, ხმის გაზრდის პედალი თქვენი შესრულების სტილის სრულყოფისათვის და ადვილად გასაგები ქრომატიული ტუნერი ჩართვა/რეგულირების პედალით. სამი სტომპბოქსის ერთში გაერთიანებით ვენიუ დი-აის შემოაქვს სიზუსტისა და მარტივი გამოყენების ახალი დონე შემსრულებელი აკუსტიკური მუსიკოსებისათვის. აწყობილია აშშ-ში ხარისხის კონტროლის 100% ტესტირებით. |