ეი-ი-არ (AER) მცირე ზომის ეფექტური ხელსაწყოები ყველასათვის, ვისაც სურს საკუთარი ჟღერადობის ოპტიმიზაცია
ბგერის რედაქტირების შესანიშნავი მოწყობილობები აკუსტიკური ინსტრუმენტებისათვის. ახალი, ჯიბის ხელსაწყოების რიგი კომპანიისაგან ეი-ი-არ (AER). თქვენ უკვე შეგიძლიათ იქონიოთ ბგერის სრული ტონალური სიზუსტე და მოქნილობა მოსალოდნელი ეი-ი-არისაგან და ზომით, ადვილად თავსებადით თქვენს ჯიბეში. ჯიბის ხელსაწყოების რიგი გაძლევთ ეი-ი-არ-ის გახმოვანების ხარისხის ელემენტებს ფორმატით, რომელიც თქვენ ყოველგვარი ფორიაქის გარეშე შეგიძლიათ თან იქონიოთ როგორც ცოცხალი შესრულებისას სცენაზე, ასევე, სტუდიაში.
კოლორაიზერი (The Colourizer) არის პრეამპი და დი-აი მიკროფონისა (ფანტომური კვებით) და ლინეარული სიგნალისათვის ხმის ფორმირების სამი დონით თქვენი ინსტრუმენტის საუკეთესო ჟღერადობის მისაღებად. გამაძლიერებელი ზრდის ჰარმონიკებს და ამდიდრებს ჟღერადობას, ეკვალაიზერი სიხშირეთა სპექტრის გადამრთველით შლის შემაწუხებელ სიხშირეებს ან გამოკვეთს თქვენს ბგერას, ხოლო ტონის კონტროლი გაძლევთ უფრო მეტი მოქნილობის საშუალებას.
დუალ მიქსი (The Dual Mix) არის 2-არხიანი მინი-მიქშერი კომბოს XLR და ჯეკ მიერთებებით (ფანტომური კვებით) და 2-ზოლიანი ეკვალაიზერით. ჩაშენებული ეფექტების პროცესორი იძლევა ქორუსის, რევერბისა და დილეის ეფექტების სწრაფი რეგულირების საშუალებას. მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იყოს თქვენი კომბოს მახასიათებლების გასაუმჯობესებლად და არხების დასამატებლად, როგორც სცენური პრეამპი, ან თუნდაც პრეამპი ყურსასმენისათვის თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას რომ შეძლოთ რეპეტიცია.
დუალ პარა ი-ქიუ (The Dual Para EQ) შეიძლება გამოიყენოთ ცალკე ან ერთად კოლორაიზერთან ან დუალ მიქსთან გაძლიერების კონტროლისათვის, ხოლო 2-ზოლიანი პარამეტრული ეკვალაიზერი სხვადასხვა გამტარობითა და სიხშირით ბგერის მაქსიმალური კონტროლისათვის.
თითოეული ჯიბის ხელსაწყოებიდან მოთავსებულია ალუმინის მყარ კოლოფში და იძლევა კომპაქტური აქსესუარების სრულ ნაკრებს რათა მიაღწიოთ ეი-ი-არის ბრწყინვალე ჟღერადობას ჩართვისთანავე.