ქანთრიმენ ტიპი 10 დი-აი ბოქსი იდეალური ანალოგია ჩვენი კლასიკური ტიპი 85 დი-აი ბოქსის და აერთიანებს ტიპი 85 მოდელის შეუდარებელ უნივერსალურობას და გამძლეობას შეხამებულს თანამედროვე დიზაინთან, რომელიც პერფორმანსის სისუფთავის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. არსებული დირექტ ბოქსების უმეტესობას რთული კომპრომისების მოხდენა უწევს თქვენს ჟღერადობაზე: ულტრა-დაბალი დამახინჯება მიიღწევა მხოლოდ შემავალი ფონის გაზრდით; დამიწების ნამდვილი იზოლაცია ნიშნავს ფაზის მაღალ გადახრას ან სიგნალის შესუსტებას. ტიპი 10 გთავაზობთ რადიკალურად ახალ მიდგომას, ანალოგურ წრედს, რომელიც თავად იმართება და იძლევა ხმას უმდაბლესი დამახინჯებით, უმდაბლესი ფონით და უმაღლესი აკურატულობით, ვიდრე რომელიმე სხვა დირექტ ბოქსი. შედეგი არის სუფთა, ზუსტი ჟღერადობა, რომელიც სრულად შეესაბამება ორიგინალს.
ტიპი 10 დი-აი ბოქსი აღწევს უმაღლეს SNR (სიგნალის თანაფარდობა ფონთან), უმდაბლეს ფაზის გადახრას და უმდაბლეს დამახინჯებას, ვიდრე რომელიმე სხვა დირექტ ბოქსი. ზოგიერთი ბოქსები დაბალ დამახინჯებას აღწევს სიხშირეებისა და დონეების ვიწრო სპექტრში, მაგრამ შედეგად ელფერს უცვლის დაბალ სიხშირეებს და ამახინჯებს ძლიერ სიგნალებს. ტიპი 10 დი-აი ხასიათდება შეუდარებლად დაბალი THD (ჰარმონიკების საერთო დამახინჯება) and IMD (ინტერმოდულაციური დამახინჯებები) მთელს აუდიო დიაპაზონში და შემავალი ვოლტაჟის ფართო სპექტრისათვის, რომელიც გადმოსცემს თქვენს ხმას ძალიან მაღალი სიზუსტით. ძირითადი ელექტრული მახასიათებლები - 1. სიხშირეთა დიაპაზონი: 10Hz - 50kHz (+/- 1dB); 2. ლინეარული ფაზის გადახრა: +2 ° (30 Hz), 0 ° (100 Hz - 20 kHz); 3. ფონი (22 Hz - 20 kHz):1.8 მიკრო-ვოლტი rms; 4. THD (1Vpp, ტიპიური დატვირთვა): < 0.001% 1 kHz-ზე, < 0.005% (30 Hz - 20 kHz); 5. IMD (1Vpp, ტიპიური დატვირთვა): < 0.005% (10 kHz/60 Hz, 4:1); 6. მაქსიმალური დატვირთვა (1% THD): 6 Vpp (0 dB pad), 33 Vpp (-15 dB pad), 190 Vpp (-30 dB pad).
მტკიცე - ტიპი 85 მსგავსად, ტიპი 10 არის ბრონირებული შიგნიდან და გარედან, ჩამოსხმული ერთიანი შუაგული ჩასმული ექსტრა-სქელ სამშენებლო ალუმინში. გადასართველები და კონექტორები მთლიანად შიგნით არის ჩაშენებული. ელექტრონიკა ძალიან გამძლეა, ორივე მოდელი ტიპი 10 და ტიპი 85 ადვილად აიტანს სტატიკურ კბილანებზე დავარდნას და გადარჩება 110 ან 220 ვოლტი ძაბვის ქსელში პირდაპირი მიერთებისასაც კი. მრავალმხრივი - ჩვენ გვესმის, რომ პირობები მოგზაურობისას ყოველთვის იდეალური არ არის - ხმაურიანი ელექტრული სისტემები, დაბალი შემავალი წინაღობის და თქვენი ბოქსისათვის ნულოვანი ფანტომური კვების მქონე მიქშერული დაფები განლაგებული მთელს სტადიონზე. ტიპი 10 გააჩნია ქვის სიმტკიცის იზოლაცია და შექმნილია ისე, რომ სიგნალი მიმართოს ნებისმიერ მანძილზე განთავსებულ მიქშერამდე ასეულობით ფუტის სიგრძის კაბელით მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა ფანტომური კვება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ როგორ გარემოშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, თქვენი ჟღერადობა იქნება უცვლელად დიდებული. სუფთა და უბრალო - ლეგენდარული ტიპი 85 დიდებულ მაჩვენებლებს ნაწილობრივ თავისი უბრალოების გამო აღწევს: არანაირი ჩამრთველ-რეგულატორები ან ეკვალიზერის ოპციები. ახალი ტიპი 10 შემთხვევაში ჩვენ კვლავ ეს უბრალოება შევინარჩუნეთ და დავუმატეთ რამდენიმე ახალი მახასიათებელი, რომელიც, ჩვენის აზრით, ნამდვილად დაგეხმარებათ მოგზაურობისას. 15 dB კონტროლის სახელურით თქვენ დაიმორჩილებთ აქტიური კიბორდის სიგნალს პრაქტიკულად დამახინჯების გარეშე. ბატარეასთან მისაღწევად გამოიყენეთ მონეტის ნაპირი. გადასართველის სახელურით შეამოწმეთ და თვალი ადევნეთ ბატარეის ვოლტაჟს და ფანტომური კვების ხარისხს.
ქანთრიმენ ტიპი 85S სტერეო დი-აი ბოქსი არის ორ-არხიანი ვერსია კლასიკური ტიპი 85 FET დირექტ ბოქსისა. ორივე არხი შეიცავს ერთნაირ FET ”ა” კლასის წრედს როგორც ტიპი 85 ინსტრუმენტის მაღალი წინაღობის მქონე პიკაპის მიკროფონის ბალანსირებულ (XLR) არხში შესაერთებლად.
მტკიცე - კონექტორები და ჩამრთველები ჩაფლულია ჩამოსხმულ ერთიან, სქელი კედლების მქონე კოლოფში. თქვენ შეგიძლიათ სატვირთო მანქანით გადაუაროთ 85S მოდელს, მაგრამ ვერ დააზიანებთ მას. შიდა ელექტრონიკა ჩასმულია ეპოქსიდში და სრულად არის დაცული ელექტრული დაზიანებისაგან. არხის მიერთება გაუძლებს 220 ვ ცვლად დენს 20000 ვ მუდმივი დენის სტატიკურ ზემოქმედებას. ბატარეა თუ ფანტომური კვება - მიქშერების უმეტესობას გააჩნია 48 ვ ფანტომური კვება და ტიპი 85S ავტომატურად გამოიყენებს ამას. თუკი თქვენ არ გაქვთ ფანტომური კვება ან იგი დაბალია, 85S იმუშავებს დაახლოებით 130 საათის განმავლობაში შიდა ერთი 9 ვ ბატარეით. ჩვენ შევქმენით 85S და ერთადერთი, რაც თქვენ გჭირდებათ არის უზრუნველყოთ ფანტომური კვება ”ა” არხისათვის, რათა მოწყობილობამ იმუშაოს. უბრალოდ შეუდარებელი ჟღერადობა - 85S თითოეული არხი შეიცავს მხოლოდ დიდი ყურადღებით შერჩეულ მაღალი ხარისხის დისკრეტულ კომპონენტებს ჩართულს არასიმეტრიულ ”ა” კლასის წრედში, როგორიც არის კლასიკური ლამპის მიკროფონის პრეამპი. 85S მოდელს აქვს არაჩვეულებრივად მშვიდი, ტკბილი ხმა. მრავალი სხვა აქტიური დი-აი ბოქსისგან განსხვავებით, ტიპი 85S ყოველთვის შეუძლია დამიწების იზოლაცია, ფანტომური კვების რეჟიმშიც კი, რითიც გვეხმარება დამიწების ფონისა და ზუილის აღმოფხვრაში.
ტიპი 10S სტერეო დირექტ ბოქსი არის ორ-არხიანი ვერსია ტიპი 10 დირექტ ბოქსისა. ორივე არხი შეიცავს ერთნაირ ინოვაციურ წრედს გამოყენებულს მოდელში ტიპი 10, რომელიც იძლევა ინდუსტრიის ლიდერ ტექნიკურ პერფორმანსს ახალი მახასიათებლებით, რაც ზრდის მის უნივერსალურობას.
შეუდარებელი პერფორმანსი - ტიპი 10S არ დაამახინჯებს თქვენს ბგერას მიუხედავად აუდიო სიგნალის სიხშირისა ან დონისა. სიხშირეთა დიაპაზონი სწორია 10 Hz 50 kHz-მდე, ხოლო სრული აუდიო სპექტრის ფაზის სიხშირე ლინეარულია 2 გრადუსის ჩარჩოებში. სწორ და გაფართოებულ სიხშირეთა დიაპაზონის კომბინაცია იძლევა სუფთა და ზუსტ გარდამავალ სიგნალს, რომელიც უმნიშვნელოვანესია აუდიო წყაროს ნამდვილი ხასიათის შენარჩუნებისათვის. კვების პარამეტრები - რადგან ტიპი 10S იყენებს აქტიურ წრედს, თქვენი სიგნალის დონე დაცულია, ის არ შეივსება 20 dB და მეტად როგორც ეს პასიურ ბოქსებშია. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებიმიერი ფონი, ზუილი ან რადიო-სიხშირეების ხარვეზები გამოწვეული თქვენს სიგნალში სხვადასხვა მოწყობილობების მიერ იქნება 20 dB ნაკლები შესაბამისად თქვენი ბგერის საერთო ხარისხისა. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური წრედი მუშაობისათვის მოითხოვს ძაბვას, ჩვენ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ შედარებით მარტივი ოპციები ტიპი 10S კვებისათვის. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ უზრუნველყოთ ფანტომური კვება ”ა” არხისათვის და, თუკი ფანტომური კვება არ არის ტიპი 10S ავტომატურად გამოიყენებს შიდა ბატარეას, რომელიც უზრუნველყოფს მის მუშაობას 100 საათის განმავლობაში. მტკიცე - როგორც ნებისმიერი ქანთრიმენ დი-აი ბოქსი, ტიპი 10S ელექტრულად და მექანიკურად შემუშავებულია გაუძლოს მაღალ დატვირთვებს. კორპუსი დამზადებულია დაპრესილი სქელი სამშენებლო ალუმინისაგან. წრედის პლატა ჩასხმულია ეპოქსიდში და ელექტრულად დაცულია მიერთებებში მაღალი ძაბვის დიდი მუხტების ზემოქმედებისაგან. კონექტორები და ჩამრთველები ჩაფლულია ღრმად. ტრანსფორმატორის იზოლაცია ტესტირებულია ყოველ ბოქსზე ინდივიდუალრუად ინსტრუმენტის დამიწებიდან XLR აუტის 1 კონტაქტთან 500 ვოლტი ცვლადი დენის მიერთებით.