ეი-ი-არ (AER)
AER. აუდიო ელექტრო კვლევები. აკუსტიკური ხალხი. ავთენტური გახმოვანება. კომპანია ეი-ი-არ გამაძლიერებლები ასე განიხილავს საკუთარ თავსა და მისიას თქვენს სმენამდე მოიტანოს აკუსტიკური ინსტრუმენტების ბუნებრივი ხმა... მხოლოდ, ოდნავ ხმამაღლა... მათი ფანტასტიკური აერ კომბო-გამაძლიერებლებით. გერმანული კომპანია ეი-ი-არ პირველად 1992 წლის ფრანკფურტის მუსიკალურ გამოფენაზე წარსდგა როგორც პიონერი მრავალი კონცეფციისა, რასაც ”ჩაურთველი” (Unplugged) ჟღერადობა გულისხმობს. მას შემდეგ კომპანია ეი-ი-არ გამაძლიერებლები ღებულობს ფრანკფურტის მუსიკალური გამოფენის პრესის საერთაშორისო ჯილდოს (MIPA) ”საუკეთესო აკუსტიკური გამაძლიერებლისათვის” 2001, 2002, 2004 და 2007 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ეი-ი-არ გამაძლიერებლების სხვადასხვა მოდელს უშვებს, მისი მიდგომის პრინციპები კვლავ უცვლელი რჩება:
ეი-ი-არ გამაძლიერებლების აკუსტიკური მოდელებიდან ერთერთი ყველაზე პოპულარული ეი-ი-არ კომპაქტ 60. 1. წონა: 7,5 კგ; 2. ზომები: 26,5 x 33 x 23,5 სმ; 3. სიმძლავრე: 60 ვატი; 4. სპიკერები: 1, ორმაგი დიფუზორით 8"; 5. არხები: 2, 1-მაღალი წინაღობის მქონე ინსტრუმენტისათვის და 2-მაღალი ხარისხის ლინეარული ან ბალანსირებული მიკროფონისათვის (ფანტომური კვებით); 6. ეფექტები: 4 ციფრული ეფექტი; 7. ეკვალაიზერი: 3-ზოლიანი პირველ არხზე და 2-ზოლიანი მეორე არხზე; 8. ბალანსირებული დი-აი აუტი; 9. ლინეარული აუტი; 10. ყურსასმენი. |